სრული საპროექტო მომსახურებას კერძო სახლების, ბინების, კაფე-რესტორნების, ოფისებისა თუ სხვა ნებისმიერი შენობა-ნაგებობისთვის.
Wall Group-ის გამოცდილი არქიტექტორები იზრუნებენ ნებისმიერი შენობის ეფექტურად დაპროექტებაზე, სადაც თითოეული დეტალი იქნება გათვლილი. ჩვენ მოგიმზადებთ ყველა საჭირო დოკუმენტს, რომელიც საჭიროა მშენებლობის ნებართვის მისაღებად და პროექტის განსახორციელებლად.
სივრცეების ესთეთიკაზე კი პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერები იზრუნებენ, რომლებიც თქვენი მოთხოვნების გათვალისწინებით, დახვეწილ და გამორჩეულ დიზაინს შექმნიან. მომსახურება მოიცავს 3D ვიდეო ვიზუალიზაციას, როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერისთვის.
Wall Group დაგეხმარებათ ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებაში:
✔ აზომვითი ნახაზები
✔ ტოპოგრაფია
✔ გეოლოგია
✔ გეგმარება
✔ არქიტექტურა და 3D ვიდეო ვიზუალიზაცია
✔ კონსტრუქციული ნაწილი
✔ საინჟინრო ქსელები
✔ სატრანსპორტო სქემები და სხვა.
თითოეული დამკვეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ საქმეს მაქსიმალურად ხარისხიანად და სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით.
საპროექტო მომსახურების ვადები დამოკიდებულია პროექტის მასშტაბურობაზე. Wall Group გთავაზობთ მაქსიმალურად სწრაფ და მაღალი ხარისხის მომსახურებას.
ჩვენი არქიტექტორები აქტიურად არიან ჩართულები მშენებლობის პროცესშიც. აკონტროლებენ პროექტს, რათა დარწმუნდნენ, რომ ზედმიწევნით ხდება ყველა დეტალის გათვალისწინება. ამასთან, ისინი აგვარებენ ნებისმიერ გაუთვალისწინებელ საკითხს, რაც მშენებლობის პროცესში შეიძლება წარმოიშვას.
მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს კითხვებს.