სამშენებლო მასალებით მომარაგება

Wall Group გთავაზობთ საქართველოს ბაზარზე არსებული ნებისმიერი სამშენებლო მასალით მომარაგებას საუკეთესო ფასად.

სანდო და ეფექტური სერვისი

Wall Group უზრუნველყოფს ნებისმიერი სამშენებლო მასალის მიწოდებას საქართველოს მასშტაბით, იქნება ეს რკინა-ბეტონი, აგური, ცემენტი თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენ გვაკავშირებს პარტნიორული ურთიერთობები სამშენებლო მასალების ყველა ძირითად მწარმოებელთან და დისტრიბუტორთან. შესაბამისად გვაქვს ექსკლუზიური ფასები და პირობები.

სამშენებლო მასალების დროულად მიწოდება განაპირობებს პროექტის შეუფერხებლად წარმართვას. ამიტომ კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია გამართული ლოჯისტიკა, როდესაც საქმე სამშენებლო მასალების მიწოდებას ეხება. Wall Group-ს აქვს ყველა საჭირო ტექნიკა და პარტნიორული ურთიერთობები მომწოდებლებთან, რათა დროულად მოხდეს სამშენებლო მასალების ადგილზე მიტანა. 

 

10

წელი ბაზარზე

კომპანიის ბენეფიტები

1

10 წლიანი გამოცდილება
სანდო და კვალიფიციური კომპანია

2

ხარისხიანი მასალები
მხოლოდ ხარისხიანი მასალებით მომარაგება

3

გამართული ლოჯისტიკა
დროის მენეჯმენტი და სწრაფი მიწოდება

4

გამჭვირვალობა
თითოეული დეტალის შეთანხმება დამკვეთთან

10

წელი ბაზარზე

რას მოიცავს სერვისი?

  •  მასალების შესყიდვა საუკეთესო ფასად
  •  ინვენტარის მართვა
  •  ტრანსპორტირება და ლოჯისტიკა
  •  ხარისხის კონტროლი
  •  დროული მიწოდება ადგილზე
  •  დოკუმენტაციის ორგანიზება
  •  რისკების მენეჯმენტი
  • რეგულაციების გათვალისწინება

 

კომუნიკაცია და სერვისის მიწოდება

დამკვეთთან ეფექტური კომუნიკაციას და ინფორმაციის დროულად მიწოდებას განსაკუთრებით ვაქცევთ ყურადღებას. ამგვარად, ჩვენთვის პრიორიტეტია,  ვიყოთ მუდამ ხელმისაწვდომი და დროულად მოგაწოდოთ ინფორმაცია ნებისმიერ საკითხზე. 

კომუნიკაციისთვის ვიყენებთ სხვადასხვა საშუალებებს, რომელიც კომფორტულია დამკვეთისთვის. თითოეული ჩვენი თანამშრომელი ყოველთვის მზად არის უპასუხოს თქვენს კითხვებს.

 

მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს კითხვებს.